ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ერაყში თავდასხმის ბრძანება უშუალოდ დონალდ ტრამპმა გასცა” – პენტაგონი

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ადასტურებენ. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმის ბრძანება უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

„თავდასხმა მიზნად ისახავდა ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას. აშშ მიიღებს ყველა საჭირო ზომას მთელ მსოფლიოში მისი მოქალაქეების და ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა. ამ თემას გამოეხმაურა ირანის სულიერი ლიდერი და განაცხდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი მკაცრი შურისძიება ელოდება.

იტვირთბა....