ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციაზე “გაბედეს” სამი წევრი დააკავეს – “მეტრონომი” აქციიდან

“გაბედეს” ერთ-ერთი წევრი მიშა ქუმსიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ მათი ორგანიზიაციის სამი წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს.

“წულუკიანი იყო ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენდა ამ აქციების” – განაცხადა მეტრონომთან საუბარში, “გაბედეს” წევრმა მიშა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის განცხადებით სამართალდამცავები მის დაკავებასაც  ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

დღეს დილით პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები აღარ დგას, თუმცა მობილიზებულია სამართალდამცავები. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ დღეს, საპარლამენტი უმრავლესობას პიკეტირების შეეშინდა და პარლამენტში დილის 07:00 საათზე მივიდნენ.  აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს.  ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოაწყონ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა.

 

იტვირთბა....