მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

კალანდიას დაკავებას უნდა მოყვეს ფხაკაძის, ფიფიას, შოთაძისა და სუბელიანის ქმედებების გამოძიება – კახიძე

“კალანდიას დაკავება სწორი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი.

ერთი წელი გავიდა საგამოძიებო კომისიის შექმნიდან და ჯერაც არ დაუწყიათ დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიდნენ მართლმსაჯულებას.

კალანდიასთვის ბრალის წარდგენა იყო ჩვენი, საგამოძიებო კომისიის დასაბუთებული რეკომენდაცია.

ახლა ამას უნდა მოყვეს ფხაკაძის, ფიფიას, შოთაძის და სუბელიანის ქმედებების გამოძიება და შესაბამისად – პასუხისგებაში მიცემა.

ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს”

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....