„ქრონიკის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ამ თემაზე 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმეა და ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში.
5 ივნისს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.