ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცხრა საათია უშედეგოდ ცდილობენ

ბოლო ცხრა საათია მეპატრონე ავტომანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცდილობს. მანქანა ხელოსანთანაც ჰყავდათ, ქვეწარმავლის საწინააღმდეგო სითხეც ასხურეს და გოგირდიც დაწვეს, თუმცა გველი მანქანიდან მაინც არ გამოვიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„წავიყვანე ხელოსანთან, მაღლა ავწიეთ მანქანა და დავათვალიერეთ, მაგრამ არაფერი ჩანს. მერე ფარეხში დავაყენე და დაახლოებით ერთი საათი გოგირდის კვამლში იყო. დარწმუნებული ვარ რომ მანქანაშია. დავინახე, რომ აძვრა მანქანაში და სანამ ფარეხიდან სამი მეტრი გამოვაცილე, სხვა ვთხოვე, რომ ეყურებინა თუ გამოვიდოდა. სალონში შესვლის საშიშროებაც არის“, – ამბობს მანქანის მეპატრონე.

იგი ავტომანქანის რამდენიმე დღით ფარეხში დატოვებას გეგმავს: „ვფიქრობ სამი-ოთხი დღე დაველოდო, არ გავანძრევ მანქანას ადგილიდან, იქნებ გამოვიდეს გარეთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ადგილობრივის მანქანაში ქვეწარმავალი დილის 10:00 საათზე შეძვრა.

იტვირთბა....