ახალციხეში, ადგილობრივის მანქანაში ქვეწარმავალი შეძვრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობს, თუმცა ქვეწარმავლის გამოყვანა ვერ ხერხდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მეპატრონეს თქმით, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა: „საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობს. ისინი მანქანის საბურავის მოხსნას ცდილობენ. ავტომანქანაში შეასხურეს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარიც.
„თუ არ დავინახე, რომ გამოიყვანეს, ისე ვერ დავჯდები მანქანაში“, – ამბობს მეპატრონე.