aviabiletebi
მთავარი ციტატა

ვიღაც ნანა კოსტავამ ფეისბუქზე რაღაცა დადო და ატყდა ერთი ამბავი, ქვეყანაა გადასარჩენი, გარეჯს გვართმევენ – კოსტავა

„მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო? ბოდიში მოვიხადე,წავედი თანამდებობიდან, ჩემ შვილებს გამოვგლიჯე პირიდან ლუკმა ჩემივე შეცდომების გამო და არა სხვისი შეცდომების გამო. პირველად ვადანაშაულებ ჩემს თავს. ახლა მივხედოთ, ქვეყანაა გადასარჩენი. დავით გარეჯს გვართმევენ, ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. პროვინციაში, ვიღაცა ნანა კოსტავამ რაღაცა დადო ფეისბუქზე, მერე პატიება ითხოვა და ატყდა ერთი ამბავი. ხალხო ქვეყნას მივხედოთ რა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა; წყარო: “პრაიმტაიმი”;

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამასთან, ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
“მეტრონომთან” საუბრისას კოსტავამ განაცხადა, რომ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

კოსტავას გენდერული საბჭოც დაატოვებინეს.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომსიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, 3 ივნისს დატოვებდა. 

თუმცა, როგორც დღეს კოსტავამ განაცხადა,  ის სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს აღარ დატოვებს.

იტვირთბა....