ნანა კოსტავა, სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს აღარ დატოვებს – ამის შესესახებ კოსტავამ თავად განცხადა.
მისი თქმით, საკრებულოში დარჩენას ამომრჩევლები აიძულებენ.
“არავითარი ხელფასი, სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე ასე, იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას, ვიღაცა ნანა კოსტავასთვის ასე რატომ გავანერვიულე, ეს მიკვირს მე. ახლა მეორე საკითხი – ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონეო. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ” – ამბობს კოსტავა.
ნანა კოსტავას მანდატი დღეს, 3 ივნისს უნდა დაეტოვებინა.
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.მოგვიანებით მან პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ არ იცოდა, სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ და ეს უბრალო დამთხვევა იყო.
კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა, მას ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭოც.