ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოდან გარიცხეს.
„ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ვაყენებ საკითხს, ნანა კოსტავას საბჭოდან გასარიცხად, მე როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, არ დავუშვებ საბჭოს წევრის მხრიდან კეთდებოდეს მსგავსი განცადებები, ამ საბჭომ ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა. არ დავუშვებ ამ ინსტიტუციის სახელი შეილახოს,”- განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.
გენდერულ საბჭოში 20 წევრია. სხდომას 17 წევრი ესწრებოდა. ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა ნანა კოსტავას გარიცხვას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.