მთავარი ციტატა

“გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ნანა კოსტავა” – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

“საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო, გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა და ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, მე არ ვაპირებ, ნანა კოსტავასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი. ამ დღეებში ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ის. დანარჩენი ჰკითხეთ ნანა კოსტავას, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ერთ დღეს და მეორე დღეს ცვლის” –

ნიკოლოზ ლატარია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

ინტერპრესნიუსი”

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი, მას შემდეგ, რაც ბარკერს და გარდაეცვალა.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, 3 ივნისს დატოვებდა, თუმცა, როგორც დღეს კოსტავამ განაცხადა,  ის სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს აღარ დატოვებს.

“რომ არ მცალია თქვენთვის, არც ერთი წუთი? თქვენ არ ხართ ობიექტური ჟურნალისტები”, – განუცხადა “მეტრონომს” კოსტავამ ისე, რომ არც დაინტერესებულა რომელი მედიასაშუალება უკავშირდებოდა.
იტვირთბა....