ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი – ოკუპირებული ქვეყნის მიუმხრობლობა, ნიშნავს ოკუპანტისთვის ჩაბარებას

“შენების მოძროაბის” თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პატარა ქვეყნების ნეიტრალიტეტი, ეს არის დიდი სახლემწიფოს გადაწყვეტილება პატარის მიმართ.

როგორც “მეტრონომს” უსუფაშვილმა განუცხადა, ოკუპირებული ქვეყნისთვის მიუმხრობლობაზე საუბარი ოკუპანტისთვის ჩაბარებას ნიშნავს.

“გამჟღერებელი ვინ არის, ამას თავად ამბობენ და არცაა ეს თემა საინტერესო. მთავარია, რომ ეს არის უკეთეს შემთხვევაში ძალიან დიდი შეცდომა და უარეს შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი უბედურება. ოკუპირებული ქვეყნის მიუმხრობლობა, ნიშნავს ოკუპანტისთვის ჩაბარებას – ასე მარტივად დგას საკითხი. თუ ვინმე არ უარყოფს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და პარარელურად ნეიტრალიტეტზე მელაპარაკება, ეს ნიშნავს ოკუპანტისთვის დანებებასა და მთელი ქვეყნის ჩაბარებისთვის მზადებას, არც მეტი, არც ნაკლები. საარჩევნო მომხიბვლელი ზღაპრები, რომელსაც ხან დღევანდელი ხელისუფლება უყვება მოსახლეობას, ხან რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, უკიდურესად სახიფათოა ქვეყნისთვის.

მეორე, ნეიტრალიტეტი, ეს პატარა ქვეყნების არჩევანი არ არის-ხოლმე. პატარა ქვეყნების ნეიტრალიტეტი, ეს არის დიდი სახლემწიფოს გადაწყვეტილება პატარის მიმართ. ესეც კარგად უნდა გავიაზროთ. საქართველო ნეიტრალური, ოდესმე თუ იარსებებს ასეთი, ეს უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ევროკავშირის, ირანისა და უკვე ჩინეთის შეთანხმება, რომ რაღაცის გამო, ეს პატარა ქვეყანა ნეიტრალურად მყოფი წარმოუდგენიათ მათ. ამიტომ ამ თემებზე საუბარი არის ან ძალიან დიდი შეცდომა და საკითხში გაუთვითცნობიერებლობა, ან უფრო უარესი”, – აცხადებს უსუფაშვილი.

“პატრიოტთა ალინსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი პარტიის პოლიტიკური მოთხოვნა, საქართველოს მიუმხრობლობაა.

იტვირთბა....