ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნაა საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობა” – დავით თარხან-მოურავი

“პატრიოტთა ალინსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი პარტიის პოლიტიკური მოთხოვნა, საქართველოს მიუმხრობლობაა.

მისი თქმით, შეკრებაზე ძირითადად ეკონომიკური მოთხოვნები დაისმება.

„პოლიტიკური მოთხოვნა იქნება ერთი – ეს არის სამხედრო მიუმხრობლობა. ეკონომიკური მოთხოვნები იქნება ძირითადად. პირველ რიგში, ეს არის საოჯახო ბიზნესი, ასევე უამრავი უფასო სასადილო, რადგან ხალხი რეალურად შიმშილობს, ასევე უფასო კვება სკოლებში. კიდევ ბევრი სხვა ეკონომიკური საკითხებია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ცვლილება კი არ არის, ყოველ წელს უფრო და უფრო უკან მივდივართ“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მან თავდაცვის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვის ბიუჯეტი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის ნაწილი, რომელიც რეალურად თავდაცვას ხმარდება და ეს არ შემცირდება. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ეხება ნატო-ს პროგრამებში მონაწილეობას. თანხების ეს ნაწილი სულ ეკონომიკაზე უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

კითხვაზე, საიდან ფინანსდება დღევანდელი შეკრება, თარხან-მოურავი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ძლიერი პარტიაა და აქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე ჰყავს შემომწირველები.

„მთელი საქართველოა წარმოდგენილი. პარტიის ყრილობაა. ამიტომ საქართველოს ყველა კუთხეა წარმოდგენილი და დღეს გაჟღერდება, რომელი კუთხეებიდან ჩამოვიდა ხალხი. ჩვენ ძლიერი პარტია ვართ, ამიტომ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე, ვფიქრობ, ჩვენთან ისეთი ხალხია პარტიაში, რომლებსაც ფული არ უჭირთ. პარტიას, რომელიც თავისუფლების მოედანს ავსებს, ვფიქრობ, მას ჰყავს შემომწირველიც და აქვს საბიუჯეტო თანხებიც“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს პატრიოტთა ალიანსი სპორტის სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

იტვირთბა....