ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუციშვილი – თუკი დეპუტატები ერთმანეთში საუბრობენ, ხმაური აკუსტიკურად თითქოს ძლიერდება

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში აკუსტიკური პრობლემებია.

როგორც “მეტრონომს” ხუციშვილმა განუცხადა, გარდა აკუსტიკისა, დეპუტატს ხმის მისცემად მოხერხებულობაც ჭირდება.

“ორი პრობლემა იკვეთება. პირველი არის აკუსტიკა. რამდენიმე ადგილას მივსულვარ და მართლა სხვადასხვანაირად ისმის.  არის უფრო პრობლემური ადგილები. თუკი დეპუტატები ერთმანეთში საუბრობენ, ხმაური არის საკმაოდ ხმამაღალი. ეს ხმაური აკუსტიკურად თითქოს ძლიერდება.

მეორე საკითხს რაც შეეხება. განსახილველი საკითხები როდესაც გროვდება, მაგალითად ტაბლეტზე გვაქვს გამოდის საკითხზე ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ. უნდა გადახვიდე და შემდეგ ნახო რომელია. გუშინწინ ასეთი სამი კანონი გამოვიდა. ერთი ეხებოდა ცხოველების მიმართ სისასტიკეზე გამკაცრებას, რომელიც მე გამოვიტანე, მეორე ეხებოდა სხვას და მესამეც სხვას. ჩვენ რომ კენჭისყრის დრო შევამცირეთ, საკმაოდ მოხერხებულობა უნდა, რომ სწრაფად გადახვიდე და გაიხსენო. ამას ჭირდება დრო, რომ გაიხსენო. შეიძლება ვინმე ვერ იხსენებს, რომელ კანონზეა საუბარი თუ თავმჯდომარემ არ განმარტა”, – აცხადებს ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა. 

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ ხმაურში ვერ გაიგო რა კანონპროექტს უყარეს კენჭი.

თუმცა, კანონპროექტს პარლამენტი ხელახლა უყრის კენჭს.

იტვირთბა....