საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
კანონპროექტს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან, კანონპროექტით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან იმ პირების გათავისუფლება მოხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.