ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საატესტატო გამოცდების გაუქმებას პარლამენტი ხელახლა უყრის კენჭს

“ჩავარდნის მიზეზს ვერ ვეტყვით. მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, ამიტომ რეგლამენტის პროცედურებს უნდა გავყვეთ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინიციატორს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. ეს იმიტომ, რომ მესამე მოსმენამდე კანონპროექტი განსახილველად იყო მისული. არ გამოვრიცხავ, დღესვე დადგეს განმეორებით კენჭისყრაზე. თუ დღესვე ვერ მოხდება, მაშინ ორი კვირის შემდეგ, როცა პლენარული სხდომების კვირა იქნება. ვისაც ხმის მიცემა უნდოდა და ვერ მისცეს, მიზეზი თავად უნდა დაასახელონ. ყურადღებით ვუსმენდი და ვიცოდი, კენჭისყრა რა კანონპროექტზე იყო და ხმა მივეცი, მაგრამ სხვა დეპუტატებმა რა მიზეზით ვერ მისცეს, მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა. 

იტვირთბა....