“ბატონო ირაკლი, გთხოვნით მოგმართავთ. ძალიან დიდი ხმაურია დარბაზში და წინა კანონპროექტთან დაკავშირებით, მათ შორის განათლების თემასთან დაკავშირებით, ელემენტარულად გაუგებარი იყო თუ რა კანონპროექტზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში, თუ რეგლამენტი ითვალისწინებს, კარგი იქნება, ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა”, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე.
“სამწუხაროდ, განმეორებითი კენჭისყრის საფუძველი არ გვაქვს, ამ შემთხვევაში ხმაური არგუმენტი არ არის”, – უპასუხა კობერიძეს კობახიძემ.
საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით ჩავარდა.
კანონპროექტს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარ, რაც არ გამოდგა საკმარისი.