aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქაცარავა – ციხელაშვილის განცხადებამ გაანეიტრალა ინფორმაცია, რომ პროვოკატორები ვართ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩვენ მატყუარები და პროვოკატორები ვიყავით. ამის ტირაჟირება არაერთი ტელევიზიის მიერ ხდებოდა. რამდენიმე წუთის წინ ეს გაანეიტრალა ქალბატონ ციხელაშვილის განცხადებამ, რომლითაც მან დაადასტურა, რომ რუსები შემოსულები იყვნენ და გავიდნენ, – ამის შესახებ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ინფორმაცია, რომელიც ქალბაოტნმა ლუდა სალიამ გადმოგვცა, იყო მართალი. იმ ადამიანებს აუცილებლად დავეხმარებით. ის ბაღები ხურვალელების საკუთრებაა. ხალხისთვის მოწოდება აქ ჩამოსულიყვნენ აბსოლუტურად გამართლებული იყო, რადგან ვიცოდით, რომ რუსები იყვნენ იქ. ამ ინფორმაციის განეიტრალება უნდოდათ გარკვეულ სტრუქტრურებს”, – განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისთვის,  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.

“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.

იტვირთბა....