ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ.
როგორც სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა, ლუდა სალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეიარაღებული არიან და იცავენ პოზიციებს. უკვე შეუძლებელია იმ ადგილთან მიახლოება, სადაც საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო კოშკი განათავსეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.

იტვირთბა....