ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ არის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის, განცხადებით, ხურვალეთის ტერიტორიაზე ბოერდერიზაციის ახალი ნიშნები არ არის.

როგორც ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება დიდი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიას, ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ არის. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აქ არიან, თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, მოქმედებს, უკეთესი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად,” – წერს ჰოეგი.

იტვირთბა....