ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუს-ი ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
როგორც სუს-ში პირველ არხს განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მოწმდება, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განუცხადეს პირველ არხს სუს-ში.

იტვირთბა....