ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიძე – ხაზარაძე პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდა, ვხედავ მის ამბიციებს

“დღეს დადასტურდა, რომ ბატონი ხაზარაძე პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდა. ვიღაცამ შეადარა ის, რომ შეიძლება საქართველოს “ხადარკოვსკი 2″ გახდეს. მე ვხედავ ხაზარაძის პოლიტიკურ ამბიციებს. დღეს განაცხადა, რომ არ აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ ეგრე ამბობენ-ხოლმე, მიჩვეულები ვართ. თუმცა, ჯერ აფინანსებენ, მერე რაღაც მოძრაობას ქმნიან და ა.შ.”, – განაცხადა გადაცემაში “ხალხი პოლიტიკა” პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია. 

ხაზარაძემ განცხადება პოლიტიკაში შესაძლო წასვლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არაა.

იტვირთბა....