ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის

“პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის” – ასე უპასუხა “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას – ხომ არ ვიხილავთ მას პოლიტიკაში.

ხაზარაძემ აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომაზე დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს, შემდეგ კი კითხვები დაუსვეს.

შეგახსენებთ, დღეს კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე სკანდალური განცხადება გაკეთდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკი ემუქრებოდა. მისივე თქმით, მან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.

იტვირთბა....