ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიზნეს სკოლის სხვა ფაკულტეტთან შეერთება დაუშვებელია” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

“ბიზნეს სკოლა არის დამოუკიდებელი ფაკულტეტი, რომლის სხვა ფაკულტეტთან შეერთება, ჩვენი აზრით, დაუშვებელია”, – ამის შესახებ “მეტრონომს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა, მარიამ ჯიმშელეიშვილმა განუცხადა.

მისივე შეფასებით, ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს სტუდენტებთან, მათ აზრს იზიარებს და პატივს სცემს.

“ბიზნეს სკოლა არის ცალკეული, დამოუკიდებელი ფაკულტეტი, რომლის სხვა ფაკულტეტთან შეერთება, ჩვენი აზრით, დაუშვებელია, მით უმეტეს, როცა ეს “რეფორმა” ემსახურება პერსონალურ სქემას. ეს არის პიროვნული ბრძოლა და არა სტუდენტების კეთილდღეობისთვის ჩადენილი აქტი.

რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს სტუდენტებთან, მათ აზრს იზიარებს და პატივს სცემს. მისი სახელი, სტუდენტებისათვის, ასოცირდება პროგრესთან”, – განაცხადა მარიამ ჯიმშელეიშვილმა და აღნიშნა,  რომ ბიზნეს სკოლის სტუდენტები  დავგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, რაზეც ჯერ ღიად არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობეს, მიზეზი კი მისი აზრით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, ძირეული სიახლეების მიუღებლობა იყო.

მომხდარის შემდეგ, გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს შეხვდა. მისი თქმით, სტუდენტებმა ადმინისტრაციას 24 საათი მისცეს, რათა გიორგი ქადაგიძე დეკანად აღედგინათ, გაეუქმებინათ რეორგანიზაცია, რათა ბიზნესის სკოლა დარჩენილიყო დამოუკიდებელ ფაკულტეტად და დაკავებულ თანამდებობაზე აღედგინათ გიორგი პაპავა.

როგორც ქადაგიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში აღნიშნა, სასწავლებლის რექტორატმა არ შეასრულა მთავარი დამკვეთის – სტუდენტების, მოთხოვნა.

„პირველი იმეილი იყო 18 იანვარს ბიზნესსკოლის იმეილზე ადრესირებული, სადაც რექტორი იწყებს იმეილს პირდაპირ ამ სიტყვებით – “დაიბადა იდეა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდეს ბიზნესსკოლის ნაწილი”. რაც არის აბსოლუტურად განსხვავებულ რამ იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა. სინამდვილეში არა ბიზნესსკოლის ნაწილი გახდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არამედ ახალი პროგრამები და ახალი ფაკულტეტები დაემატა მთლიანად, რაზეც საუბარი არ ყოფილა, არც განხილული ყოფილა ბიზნესსკოლის საბჭოსთან,“ – განმარტა გიორგი ქადაგიძემ.

უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია კი აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ბიზნესსკოლა აღარ არსებობს და შესაბამისად, გაუქმნდა ის თანამდებობა, რაც ქადაგიძეს ეჭირა, თუმცა, ქადაგიძე უნივერსიტეტში პროფესორად რჩება.

ზედანიას თქმით, რეორგანიზაცია გულისხმობს ბიზნეს სკოლის სხვა ფაკულტეტებთან გაერთიანებას, თუმცა არა მის გაუქმებას.

“პიროვნულად არავის წინააღმდეგ ეს რეორგანიზაცია მიმართული არ იყო. ჩვეულებრივ, ცვლილებები ძალიან ხშირად ხდება, მათ შორის, ბიზნესის ფაკულტეტზეც მომხდარა, მაშინაც, როდესაც ბატონი გიორგი მოვიდა ჩვენთან, აირჩიეს დეკანად, წინა დეკანი სწორედ წავიდა, კვლევითი მიმართულებით, ბიზნესის ფაკულტეტზე.

გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, — განაცხადა გიგა ზედანიამ.

ამავე თემაზე:

ლევან ბერძენიშვილი: ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ კარგად ორკესტრირებული შეტევაა წამოწყებული

გიორგი მაისურაძე: განათლების და მეცნიერების გაბიზნესებამ მიგვიყვანა აკადემიური დონის კატასტროფულ ვარდნამდე

მთავარი ბრალი სახელმწიფოზეა, რომელიც, არ თმობს სახელმწიფო უნივერსიტეტების კვაზი-ავტონომიას – გიგი თევზაძე

“როგორ იქნები იმის დეკანი, რაც უკვე შეიცვალა” – ნოდარ ლადარია

ვერ მივცემ თავს უფლებას, შევაფასო, რამდენად წარმატებული დეკანი იყო გიორგი ქადაგიძე – გია ნოდია

სტუდენტების დარაზმვა, პროფესურის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან, არის არასწორი – დავით დარჩიაშვილი

 

იტვირთბა....