“მაპატიეთ, მაგრამ, პირველ რიგში, 2004 წლიდან, ვარ ილიაუნის პროფესორი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ვუსმინე ახლა დებატებს “არჩევანში”. მიმაჩნია, რომ სტუდენტების დარაზმვა პროფესურის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან არის არასწორი. დაუსრულებელი აპელირება იმაზე, რომ სტუდენტია უნივერსიტეტის ცენტრი, ასევე იოლად გადადის პოპულიზმში. სტუდენტს უნდა მიაწოდო ცოდნა და მოთხოვო ცოდნა. სტუდენტს არ უნდა დააგეგმინო სილაბუსები, ფაკულტეტები თუ ადმინისტრირება – ეს, მინიმუმ, პასუხისმგებლობების სარისკო გადაბარება იქნება. იმედია, ვინმე ნათქვამს ისე არ გაიგებს, თითქოს სტუდენტთა თვითმმართველობას ან მათ წარმომადგენლობას ვაყენებდე ეჭვის ქვეშ”.
დავით დარჩიაშვილი, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
წყარო: Facebook