“აღარ გავიმეორებ ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის პერიპეტიებს. ვისაც აინტერესებს, იცის. როგორ უყვართ ჩვენში ძლიერი გამოთქმები. არა, კი არ უყვართ, ფარულ სურვილებს მალავენ ხოლმე: “გამომაგდეს!” – უნდა წარმოიდგინო კარის ჯახუნის ხმაზე ქუჩაში, მტვერში წაქცეული ფუნქციონერი. არის ამაში ერთგვარი პომპეზურობა, თუმც კი უარყოფითი, მაგრამ მაინც სანუკვარი – დრამა, ტრაგედია. სინამდვილეში კი ყველაფერი კანცელარიულად მარტივი და უფერულია: როგორ იქნები იმის დეკანი, რაც უკვე შეიცვალა? ან რისი ხარისხი უნდა უზრუნველყო? თანაც არავინ არსად არ გაგდებს… დრამა და ტრაგედია კი არა, კანონში გაწერილი რუტინაა. ღრმად შეისუნთქე და შეაგროვე საბუთები ახალი კონკურსისთვის – ავტომატურად გადახვალ სხვა პოზიციაზე, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი თავდაჯერებულობა დაგრჩა. მაგრამ როგორ უნდა გაუძლო ცდუნებას, როცა მედიასაც ეზარება საქმის გარკვევა და პეტარდების ტკაცუნი ურჩევნია… მაგან, სხვათა შორის, თითების წაცლა იცის ადრე თუ გვიან”.
ნოდარ ლადარია, მწერალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
წყარო: Facebook
აღარ გავიმეორებ ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის პერიპეტიებს. ვისაც აინტერესებს, იცის.როგორ უყვართ ჩვენში…
Gepostet von Nodar Ladaria am Montag, 4. Februar 2019