ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ბერძენიშვილი: ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ კარგად ორკესტრირებული შეტევაა წამოწყებული

“ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ბოლო ხანებში, მასირებული და კარგად ორკესტრირებული შეტევაა წამოწყებული”, – ასე ეხმაურება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და “რესპუბლიკური” პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, იშვიათად უნახავს ისეთი მრავალფეროვანი, პლურალისტური გარემო, როგორიც ილიას უნივერსიტეტშია შექმნილი.

“მრავალი წელია, ვთანამშრომლობ ამ უნივერსიტეტთან, ხოლო 2015 წლიდან მისი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორი ვარ. სხვადასხვა დროს მიმუშავია და ახლაც ვმუშაობ რამდენიმე უნივერსიტეტში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იშვიათად მინახავს ისეთი მრავალფეროვანი, პლურალისტური გარემო, როგორიც ილიას უნივერსიტეტშია შექმნილი. სხვათა შორის, ეს ეხება როგორც სტუდენტობას, ისე აკადემიურ პერსონალსაც. ეს უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფლების კუნძულია ჩვენს საგანმანათლებლო მართლაც შავ ზღვაში, ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარია და მას გაფრთხილება სჭირდება”, – წერს ბერძენიშვილი.

 

იტვირთბა....