“როგორც მერი დუგლასი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციოლოგი, ამბობდა, ინსტიტუტები ფიქრობენ და არა ადამიანები. ჰოდა, ილიას უნივერსიტეტის გარშემო ატეხილი ამბავი, ამის კარგი ილუსტრაციაა: საქმე იმაშია, რომ უმაღლესი განათლების კანონმდებლობა ისეა აწყობილი, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტბთან მიმართებაში, რომ ყველა გადაწყვეტილების, ყველა მოქმედების ინტერპრეტაცია, ლეგიტიმურად შეიძლება, როგორც ერთპიროვნულის და ტოტალიტარულის. ასეთია კანონმდებლობა, ანუ, სახელმწიფო უნი-ების არსებობის წესი. და არ აქვს მნიშვნელობა, ამ გადაწყვეტილების, თუ პროცესის შინაარსს. ეს ეხება ყველა გადაწყვეტილებას, როგორც რექტორის, ასევე დეკანების, ადმინისტრაცის და ა.შ. ამას ისიც ერთვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები იმდენად არიან სახელმწიფოზე მიბმული (ქონება სახელმწიფოსია, ფული – ხაზინაშია), რომ გადაწყვეტილების მიმღებებისთვის თავისუფალი მოქმედების არეალი ისევ და ისევ, მხოლოდ შიდა საქმეებში, სახელმწიფოს მიერ მკაცრად მოხაზულ ფარგლებში რჩება. ამიტომაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ შემთხვევას ვინ როგორ აფასებს. დეკანების გადაწყვეტილების შესახებაც გამიგია “დასაბუთებულად ერთპიროვნულობის” დაბრალება, პროგრამის ხელმძღვანელებზეც და რექტორებზეც (ჩემზეც, მათ შორის). შედეგად, მთავარი ბრალი სახელმწიფოზეა, რომელიც, უკვე ათეულობით წლებია, ცოცხალი თავით არ თმობს სახელმწიფო უნივერსიტეტების კვაზი-ავტონომიას (რაში სჭირდება, სხვა საკითხია, რაციონალური პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს). ბრალეულთა სიაში კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, მოტივები და ვნებები ამის შემდეგ მოდის. აი, ასე ფიქრობენ ჩვენში ინსტიტუტები”.
გიგი თევზაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
წყარო: Facebook