ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი: მეთორმეტე კლასის გაუქმება არ იგეგმება

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მეთორმეტე კლასის გაუქმება, რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება.

მისივე თქმით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდის მოხსნის საკითხზე კანონმდებლებთან და ექსპერტებთან იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ამასთანავე, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

მე-12 კლასელები მოითხოვენ, გამოსაშვები გამოცდები მათთვისაც გაუქმდეს. აღნიშნული მოთხოვნა მათ მას შემდეგ წამოაყენეს, რაც ცნობილი გახდა, რომ წელს მე-11 ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასელებისთვის, გამოსაშვები გამოცდები უქმდება.

როგორც მე-12 კლასელების ნაწილმა “მეტრონომს” განუცხადა, ისინი 2 თებერვალს, 14 საათზე, თბილისის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მე-12 კლასელებმა აქცია ბათუმშიც გამართეს.

იტვირთბა....