აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯაშუშობის წინააღმდეგ ისტორიაში პირველი გამოძიება დაიწყო

სომხეთმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ანდრანიკ ტევანიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯაშუშობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსგავსი საქმეა.

ტევანიანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაგნატ გაგიკ ცარუკიანის საარჩევნო სიაშია და მას ბრალად ედება 2024 წელს უცხოური დაზვერვის სამსახურების მიერ დაქირავება და 622 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო საიდუმლოებების გადაცემა.

მას ასევე ბრალად ედება, რომ მოქმედებდა უცხოური დაზვერვის წარმომადგენლის მითითებებით, რომელიც აღწერილია, როგორც “რუსეთ-კავკასიის” გეოპოლიტიკური ცენტრის დირექტორი.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, ტევანიანმა “არალეგალურად” შეაგროვა და გადასცა “სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, კერძოდ, რუსულად თარგმნილი ინფორმაცია 2024 წლის აპრილში პარლამენტის დახურული, კლასიფიცირებული სესიის დროს გამართული მოსმენების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.”

საქმის გახსნის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა ტევანიანის პარტიის დედა სომხეთის ოფისსა და მის ბინაში. ცალკე, ჩხრეკა ჩატარდა ფრაქცია მე მაქვს ღირსება-ს წევრის, მარტუნ გრიგორიანის სახლში, რომელიც ასევე ასოცირდება ცარუკიანის საარჩევნო სიასთან.

იტვირთბა....