შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2019 წლიდან მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, 2020 წლიდან კი გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მიიღეს.
“მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელთათვის, მე-12-ში შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს. იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე, უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება. ეს გადაწყვეტილება კვლევების და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში. 2020 წლისთვის სრულად გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის და მოსწავლეები ატესტატს სკოლაში აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
წყარო: edu.aris.ge