აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის: თურქეთის რესპუბლიკის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, გვინეის რესპუბლიკის, გამბიის რესპუბლიკის, შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იტვირთბა....