ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეთორმეტე კლასელები ბათუმში აქციას მართავენ

ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ მეთორმეტე კლასელები აქციას მართავენ. ისინი 2019 წლისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მეთორმეტე კლასელები მსგავსი ლოზუნგებით გამოდიან: „სამართალი სახლში დაგრჩათ“?, „ძირს უსამართლო სისტემა“

როგორც მოსწავლეები აცხადებენ, თუ წელს გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე კლასელებისთვის გაუქმდა, მაშინ გამოცდების ჩაბარება არც მეთორმეტე კლასელებისთვის უნდა იყოს სავალდებულო.

„საქართველოს განათლების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ. არ გვსურს, რომ ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი ვიყოთ. ჩვენ მეთერთმეტე კლასის გამოცდები ჩაბარებული გვაქვს და ახლა მეთორმეტე კლასში გვიწვევს გამოცდის ჩაბარება. თუ საატესტატო გამოცდა მოიხსნა, გვინდა რომ ყველასთვის მოიხსნას“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.

იტვირთბა....