დენის გრაფიკი: დღეს თბილისის 8 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

