ქუთაისში ფეხით მისიარულე ფეხმძიმე ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ორსულ ქალს მანქანას იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩას კვეთდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“მეტონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დარღვევას გულისხმობს.