სიბერე რა თქმა უნდა დაძველებას და ხორცის ფუჭ მდგომარეობას გულისხმობს!… თუმცა მხრცოვანობა ხშირად სიბრძნეს იტევს თავის თავში. სიბერის არ გეშინოდეთ და არ გაექცეთ. ახალგაზრდაში სიცოცხლე გულუბრყვილობს, მოხუცში ქადაგებს!.. თუმცაღა, რა თქმა უნდა ეს აქსიომა არ არის!.. არსებობენ 22 წლის ღრმად ჩახედული ადამიანებიც და 77 წლის გამოსულელებულებიც…
სიბერეს ნუ გაექცევით და ნუ გეშინიათ სიბერის… ახალგაზრდობა, სიცოცხლის სიახლე და თავდაპირველობა ბრუნდება რა თქმა უნდა და ბედნიერია ის, ვინც ეს იცის… მას უბრუნდება, ვინც იცის.
მოხუც ადამიანში ცრემლის სისველე აღმოაჩინეთ, შეამჩნიეთ და დაინახეთ… ნაოჭში უდიდესი საგანძური დაინახეთ. ცხოვრების დაღმართზე მდგომი ადამიანი, განსხვავებით მოზარდი ცანცარა ბავშვისგან, კოსმოსს უახლოვდება… რასაკვირველია ეს ყველას არ ეხება და ძალიან ბევრს სულაც არ ეხება, მაგრამ იქითქკენ მიმავალი ნებისმიერი ადამიანი უკვე სხვა მდგომარეობაში ვარდება…
ბებიები, ბაბუები… ბავშვობაში “გასართობ” ადამიანებს წარმოადგენენ, მაგრამ… ისინი აღარ არიან უკვე და სიცოცხლის ბოლოს თავისი ახლო დასასრულის საშიშროებას ერთმნიშვნელოვნად გრძნობდნენ… ეს გამოცდილება გვექნება ყველას. ნუ, იმათ გარდა, ვინც სიბერეს ვერ მოესწრება.
დიდი ადამიანები, უფრო სწორად უმეტესობა დიდი ადამიანებისა, სიბერეს ვერ მოესწრნენ… წავიდნენ რა ადრეულ ასაკში ამ ცხოვრებიდან. თუმცაღა კვალი დატოვეს ისეთი, რომელიც თან გაიყოლეს და რა თქმა უნდა შემდეგ ცხოვრებაშიც გაიყოლეს.
სიბერე, როგორც ხორცის ლპობა არ უნდა გვაშინებდეს იმდენად, რამდენადაც სულის აღმავლობის პირდაპირ პროპორციულადაც შეიძლება ჩაითვალოს… მოხუცი ქალი, მოხუცი კაცი, ლამაზი, ჭკვიანი და უბოროტო ადამიანების წარმომადგენლები არიან უმეტესწილად.
გეშინოდეთ უშნო სიბერის!.. თავად ცნება – სიბერე ნუ შეგაშინებთ! სიბერე, რა თქმა უნდა, ავტომატურად სიკვდილთან ასოცირდება და შესაბამისად ამით იწვევს შიშს, ოღონდ… საშიში არც ერთია და არც მეორე… პირველი თუ რეალობასთან არის ახლოს, იზრდება და გადაიზრდება იმაში, რასაც სხვა რეალობა გააჩნია და ზღაპრულობას უერთდება.
მოხუცი ქალი ვნახე რამოდენიმე დღის წინ, გასხივოსნებული ფაქტობრივად… მთელი თავისი არსებით სიახლეს, ახალს, ახალგაზრდობას თუნდაც, ანათებდა… ვიდექი და ვათვალიერებდი.
კი, სიბერე არ ჟღერს რა თქმა უნდა ყველაზე მიმზიდველად, მაგრამ… გარდამავალი მდგომარეობაა, რომელსაც აქვს გარკვეული დანიშნულება და მნიშვნელობა.
სიბერე. ნუ, ყველას გვიყვარს ჯანსაღი და მოქნილი სხეულის ქონა, მაგრამ სიბერეს, ხანდაზმულობას, უარყოფითობის ნიშნის ქვეშ ნურავითარ შემთხვევაში ნუ მოვაქცევთ… სიბერე იმ არსებობის ნაწილია, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.