ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 6 საათით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს ღამის 24:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

