საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილია პრობლემური, სადაც სანიკიძისნაირი გამოცდილება მნიშვნელოვანია.
„რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონცენტრირდები სხვა საკითხებზე. მეორე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ ან აქეთ, ან იქით“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.