ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის მყვინთავი, რომელიც აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო

მყვინთავი, რომელიც მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.

გარდაცვლილი მყვინთავის ცხედარს, ისე როგორც დაკარგულ მოზარდს, მდინარე აბაშისწყალში ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით კი, 17 წლის ბიჭის და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

იტვირთბა....