aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს…

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ პერიოდში? – ამის შესახებ რეკომენდაციები მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ „მოამბის“ ეთერიდან მიაწოდა:

 

1-ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები; გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ დაავადებების მქონე პირები, ასაკოვნები.

2-განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები. დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები შეთანხმებული უნდა იყოს მათ ექიმთან. ზოგადად უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 საათიდა 10:00 საათამდე გავიდნენ ზღვაზე და 18:00 საათის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს.

3-რაც შეეხება ჩაცმულობას, უნდა გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი ყველაზე სასურველი იქნება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა და სათვალე ძალიან რეკომენდირებულია. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული.

4-დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე.

5- სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა.

6-ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი.

7- ხანშიშესულებს შესაძლოა ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ მათ სველი პირსახოცი უნდა გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება.

8-უნდა ვერიდოთ არა მარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ.

 

იტვირთბა....