“ქართველი მინისტრები პოლონეთის დედაქალაქში NATO-ს ვარშავის სამიტს დაესწრებიან. მათი მთავრი ამოცანაა მიიღონ გარანტია იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების ყოყმანის მთავრი მიზეზი რუსეთის ფააქტორია, ალიანსს არ სურს გააღიზიანობს რუსეთის ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ NATO-მ ცოტა ხნის წინ წევრობა ბალკანეთის პატარა სახელმწიფო ოფიციალურად შესთავაზა, ამის გამო ქართველები თავს არასათანადო პირობებში გრძნობენ.
ამ ფონზე საქართველოში იმედგაცრუება იზრდება, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველომ ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტოს ალიანსთან და მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოს”. – წერს გამოცემა.
“რითი გვეხმარება დასავლეთი? გვიშველის NATO თუ საქართველოში ომი დაიწყება? – არა, რუსეთი ჩვენი ძლიერი მეზობელია. ალიანსის წევრობით რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ”. – ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს საქართველოში.
Reuters-ის ინფორმაციით, NATO კვლავ ცდილობს გაწევრიანების გზები აჩვენოს საქართველოს. ალიანსმა ახლახანს ტრენინგ ცენტრი გახსნა საქართველოში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიონაბას გაზრდის.
ამის მიუხედავად ზოგი ქართველი ანალიტიკოსი თვლის, რომ NATO-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ საკმარისი არ არის.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ იმედგაცრუების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების მოლოდინია, რომელიც პოლიტიკოსებმა შეუქმნეს მოსახლეობას და ეს მოლოდინი მრავალი წელია არ მართლდება.