პირველად ოლიმპიადის ისტორიაში: ქართველი დედა-შვილი ერთად წარსდგებიან
ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედა და შვილი ოლიმპიადაში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

