საქართველო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ქართველო ოლიმპიელების ჩაცმულობა ჯამში 80 000 ლარი დაჯდა.
მათი თქმით, ქართველი ოლიმპიელებისთვის სულ 80 კოსტიუმი შეიკერა, აქედან ქალებისთვის – 14.
შეგახსენებთ, ქართველ ოლიმპიელთა ჩაცმულობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. სამოსი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ოჯახის კომპანიამ “სამოსელმა პირველმა” შეკერა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ მიერ შექმნილი სამოსი გვიანი შუასაუკუნეებისაა.