ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიბიაში სანაპიროზე 41 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ლიბიის, ქალაქ საბრატას სანაპიროზე მოხალისეების ჯგუფმა 41 მიგრანტის ცხედარი იპოვა, – ამის შესახებ გამოცემა Guardian იტყობინება.

შემთხვევა დედაქალაქ ტრიპოლიდან დასავლეთით, ლიბიის სანაპიროზე მოხდა. დაღუპულთა ცხედრებს დაკრძალვამდე დნმ ანალიზი ჩაუტარდება. ადგილობრივი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მიგრანტები დაახლოებით ხუთი-ექვსი დღის წინ დაიხრჩვნენ.

მისი თქმით, როგორც წესი, მოხალისეების ჯგუფი ყოველდღიურად ლიბიის სანაპიროსთან ერთ ან ცხედარს პოულობს, თუმცა მისი განმარტებით, ეს ბოლო დროს დაღუპული მიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც გამოცემა წერს, ლიბიიდან არალეგალი მიგრანტები  ზაფხულში გააქტიურდნენ, როცა ხმელთაშუა ზღვის გავლით საზღვრების დატოვება დაიწყეს.

მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ათობით ნავი ჩაიძირა, რასაც მინიმუმ 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 1400-მდე მიგრანტი და ლტოლვილი დაიღუპა.

იტვირთბა....