ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უფლებადამცველები თურქეთის ხელისუფლებას ეჭვმიტანილების წამებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ინფორმაცია ოფიციალურ და არაოფიციალურ იზოლატორებში დაკავებულების წამების შესახებ.

„პოლიცია ანკარასა და სტამბოლში დაკავებულებს აიძულებს 48 საათის განმავლობაში იყვნენ მტკივნეულ პოზებში, ამყოფებს  მათ საკვების, წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე, სიტყვიერად შეურაცხყოფს და ემუქრება მათ. ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ”- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით,  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დააკავეს. Amnesty International-ი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, “შეწყვიტოს ეს საზარელი პრაქტიკა და დაკავებულებთან საერთაშორისო დამკვირვებლები შეუშვას”.

თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. ანკარა უფლებადამცველებს მოუწოდებს, მიუკერძოებლად გააშუქონ თურქეთის ხელისუფლების ქმედებები.

იტვირთბა....