ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ იყო მიუნხენის ტრაგედიის ავტორი ახალგაზრდა ბიჭი

თავდამსხმელს, რომელმაც მიუნჰენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა, დეპრესიული სახის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდამსხმელს ანდრეს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა კავშირზეა საუბარი.

პოლიციის ინფორმაციით, ეროვნებით ირანელმა ახალგაზრდამ თავდასხმამდე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყალბი გვერდები შექმნა და მოქალაქეები, გოგოების სახელით, „მაკდონალდსში“ დაპატიჟა.

ამასთან, მიუნჰენში მომხდარ სროლაში ბრალდებულის დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი არ დადასტურდა.

იტვირთბა....