ევა ბარბაქაძე, ურთულესი ოპერაციების შემდეგ, თურქეთიდან თბილისში დაბრუნდა. მას თბილისის აეროპორტში მეგობრებმა დახვედრა მოუწყვეს. ამის ამსახველ ფოტოებს შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ორი თვე, 10 დღე და დავბრუნდი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბეგაშვილი.
შეგახსენებთ, ევა ბარბაქაძე 25 აპრილს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.