“სახელმწიფოს ევალება, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვა და თუ ვერ უზრუნველყოფს, უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან” – ნინო დათაშვილის ადვოკატი “მეტრონომთან”
დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი სხდომაზე ვერ გამოცხადდა.

