უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია unian.net, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, გათავისუფლებულია სოფელი ზარეჩნოე, სადაც კრაინის სახელმწიფო დროშა 425-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის “სკალას” მებრძოლებმა აღმართეს.
„425-ე ცალკეული შემტევი პოლკის „სკალას“ ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ ზარეჩნოეზე სრული კონტროლი აიღეს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

