“ევროპა „ელეგანტურად“ საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები სინამდვილეში ნიშნავს უკრაინის გაყოფას რუსეთის, დემილიტარიზებულ და დასავლეთის ზონებად” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Magyar Nemzet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორბანის მტკიცებით, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები უკვე აღიარებს „რუსეთის ზონის“ არსებობას და ახლა მხოლოდ მისი ზომა და ფორმატი განიხილება. უნგრეთის პრემიერის თქმით, ე.წ. დემილიტარიზებულ ზონასთან დაკავშირებული საკითხიც კვლავ ღიად რჩება.
„როგორც ჩანს, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დღეს ევროპა „ელეგანტურად“ საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები სინამდვილეში უკრაინის გაყოფას ნიშნავს. უკრაინის გაყოფის შედეგი იქნება რუსეთის ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლეთის ზონა. რუსეთის ზონა უკვე არსებობს. დღეს დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

