ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვცდილობთ, პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ” – ბოკუჩავა

ვცდილობთ, ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, “ქართული ოცნება” მიხვდა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე  პროპაგანდა მომგებიანი აღარ არის.

“როგორც ჩანს, “ოცნება” მიხვდა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი, არ არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ.

ჩვენ ვალდებულები ვართ, საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ, სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, – განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....